ზუსტ მეცნიერებათა კათედრის წევრები შეუერთდნენ სკოლის თვითმმართველობის მიერ წამოწყებულ აქციას და სკოლის მიმდებარე თემში მოსწავლეებთან ერთად შეაგროვეს მაცხოვრებლებთა ხელმოწერები
суббота, 17 июня 2023 г.
მათემატიკური სასკოლო ტურნირი სამტრედიაში "კოლხეთის თასი"
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სასკოლო ჩემპიონთა ლიგა მათემატიკაში ,,კოლხეთის თასი,, ჩატარდა.
четверг, 25 мая 2023 г.
"შაშის ჩემპიონატი"
2023 წლის 25 მაისს ჩატარდა შაშის ჩემპიანატი მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებში ჩემპიონატს ხელმძღვანელობდნენ მე-7ა კლასის მოსწავლე ზურა საღარეიშვილი და მე-7გ კლასის მოსწავლე გიორგი ცერცვაძემ
вторник, 23 мая 2023 г.
ჭადრაკის ჩემპიონატი
23.05.2023-ში მე-8ა კლასის მოსწავლემ: დავით სებისკვერაძემ მიიღო მონაწილეობა ჭადრაკის კონკურსში, რომელიც VIIა და VIგ კლასმა მოაწყო, დავითმა დაიკავა პირველი ადგილი და გადაცეს დიპლომი.
четверг, 18 мая 2023 г.
ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) "განძის მაძიებლები"
2023 წლის 18 მაისს მე-7ა კლასის მოსწავლემ გიორგი აბჟანდაძემ და მე-6გ კლასის მოსწავლემ კობა ყიფშიძემ ჩაატარეს სასკოლო ღონისძიება განძის მაძიებლები რომელიც შედგებოდა მე-6გ კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 9 კაციანი გუნდები.სადაც მოსწავლეებმა იპოვეს სკოლის ეზოში დამალული განძი გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომი.
пятница, 21 апреля 2023 г.
" ეძებე ლოგიკა"
მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა(მარიამ ავალიანმა, ლიზი კლდიაშვილმა, ლიზი შარაშენიძემ და ნინო გველესიანმა) 21 აპრილს ჩაატარა შეჯიბრი "ეძებე ლოგიკა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 7 და 8 კლასელებმა. პირველ და მეორე ადგილზე გავიდა 8ა კლასი. მესამეზე კი 7ბ კლასი.
среда, 29 марта 2023 г.
სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა
წელსაც ტრადიციულად ჩატარდა მოსწავლეთა შიდა სასკოლო მე-8კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 7-11 კლასის მოსწავლეებმა.მასწავლებელთა დიდი შრომით და თანადგომით , მოსწავლეები წარსდგნენ აუდიტორიის და კომპეტენტური ჟიურის წინაშე და წარადგინეს თემები წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით. მათემატიკის კათედრამ წარადგინა მე-7 კლასი მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მათემატიკის მშიშვნელობაზე სკოლის აუდიტორიის წინაშე
пятница, 17 марта 2023 г.
სტემ ფესტივალი 2023
ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში დღეს ატარებს სასკოლო ფესტივალს „STEAM-2023”, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელობო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. . ზუსტ მეცნიერებათა კათედრის წევრებმა წარმოადგინეს ბავშვების ნამუშევრები
вторник, 28 февраля 2023 г.
ინტელექტუალური თამაში "მოაზროვნე" ფინალი
2023 წლის 28 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლემ გიორგი აბჟანდაძემ, 6გ კლასის მოსწავლემ ლუკა გრძელიძემ და 11 კლასის მოსწავლემ სოსო ხუჯაძემ ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში "მოაზროვნე" სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 11 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი. ამ თამაშში დასმული იყო რა? სად? როდის?-ის მეორე ლიგის კითხვები. დაძაბულ ბრძოლაში სამწუხაროდ დამარცხდა 6-5 და ბუ გადაეცა კითხვების შემდგენს გიორგი აბჟანდაძეს ხოლო ზამთრის სეზონის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი თამარ სანიკიანი
пятница, 3 февраля 2023 г.
მათემატიკური ოლიმპიადა
2023 წლის 2 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლეებმა ანა გიორგობიანმა, გვანცა ყიფშიძე, მარიამ ჭელიშვილი, ლიკა საპანაძე და 10 კლასის მოსწავლემ ჩაატარეს მათემატიკური ოლიმპიადა რომელიც შედგებოდა 5ა,5ბ,5გ კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5 კაციანი გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები
четверг, 2 февраля 2023 г.
ლოგიკური თამაში მიყევი ლოგიკას
2023 წლის 2 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლეებმა ანა გიორგობიანმა, გვანცა ყიფშიძე, მარიამ ჭელიშვილი, ლიკა საპანაძე და 6გ კლასის მოსწავლემ მარიამ ჭრელაშვილმა ჩაატარეს ლოგიკური თამაში სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 6ა,6ბ,6გ კლასის მოსწავლეებისაგან 5 კაციანი გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები
суббота, 24 декабря 2022 г.
მაინკრაფტის battle build ზამთრის სეზონის ფინალი
24 დეკემბერს, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა Minecraft Build Battle ჩემპიონატი. მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა სკოლებმა:
вторник, 11 октября 2022 г.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა ილია უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი სადაც კლუბმა წარადგინა კლუბის ფარგლებში შექმნილი ავტომატური მორწყვის სისტემა.
воскресенье, 19 июня 2022 г.
ჩემი სოფელი Minecraft-ის სამყაროში
სკოლაში ჩატარდა მაინკრაქფტელების კონკურსი "ჩემი სოფელი", რომლის ფარგლებში მოსწავლეს უნდა შეექმნა სოფლის სახლის ასლი Minecraft-ში.
სკოლის კომპეტენტურმა ჟიურიმ დაათვალიერა წარმოდგენილი სამყაროები, სკრინები; მოუსმინა პრეზენტატორებს და გამოავლინა საუკეთესო ნაშრომები:
1 ადგილი: ილია და გაბრიელ გენელიძეები
2 ადგილი:შოთა ჭოლოკავა
3 ადგილი: ნიკოლოზ გურეშიძე
среда, 25 мая 2022 г.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამეცნიერო პიკნიკი“,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2023 წლის 17 მაისს ჩაატარა „სამეცნიერო პიკნიკი“, სადაც წარმოდგენილი იყო საინტერესო და სანახაობრივად ლამაზი ცდები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის და რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორი ქ. ქუთაისი N33 საჯარო სკოლის მე-6 კლასელები, რომლებმაც წარადგინე მცენარის ავტომატური მორწყვის სისტემა
вторник, 5 апреля 2022 г.
რა, სად, როდის
2022 წლის 2 აპრილს დაიწყო ახალი პროექტი მე-6 კლასელების მონაწილეობით, სადაც მე-6 კლასელები სხვადასხვა საგნებიდან კითხვებს უსვამენ მე-6 კლასელებისაგან შემდგარ გუნდს. სეზონი გახსნა მე-6 გ კლასელებისაგან შემდგარმა გუნდმა ნინო გველესიანის ლიდერობით. გუნდმა წარმატებით იასპარეზა და გაიმარჯვა მაყურებლებთან, რითაც მიიღო შანსი იასპარეზოს ფინალურ შეჯიბრში
вторник, 21 декабря 2021 г.
მათემატიკის შიდა სასკოლო ოლიმპიადა
2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა შიდა სასკოლო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა: ვუნდერკინდები, მათემატიკოსები, ტვინიკოსები, უჩიჰა, კარგი მოწინააღმდეგეები, ვარსკვლავები. ასევე ოლიმპიადის ჟიურის წევრები იყვნენ მე-6 კლასები, ოლიმპიადა მიმდინარეობდა დაძაბულ ფონზე გუნდების უმრავლესობამ დააგროვა ერთნაირი ქულების რაოდენობა, რის გამოც დაინიშნა რამოდენიმე დამატებითი კითხვები საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა ვუნდერკინდებმა, მეორე ადგილისათვის ბრძოლაში დაწინაურდა გუნდი მათემატიკოსები, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჭკუის კოლოფები. ყველაზე საზრიანის ტიტული კი მოიპოვა გუნდ მათემატიკოსების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ. შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება ოლიმპიადა და ჟიურის წევრები და ასევე წამყვანიც იქნებიან მე-6 კლასის მოსწავლეები.
четверг, 9 декабря 2021 г.
2021-2022 სასწავლო წელს ზუსტ მეცნიერებათა კათედრაზე ჩატარებული აქტივობები
მათემატიკის შიდა სასკოლო ოლიმპიადა
იდეატორთა კლუბი
რაიონული კონფერენცია " საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"
ltell პროექტი
საქართველოს ბანკის პროექტი finedu
კოდინგის კლუბი
გაძლიერებეული მათემატიკის წრე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი
შიდა სასკოლო სამეცნიერო პიკნიკი
minecraft-ში შექმნილი სამყაროები "ჩემი სოფელი"
ლოგიკური თამაში "მიყევი ლოგიკას"
ინტელექტუალური თამაში " მოაზროვნე"
ლოგიკური თამაში " ეძებე ლოგიკა"
.jpg)
















.jpg)
.jpg)
.jpg)






.jpg)










