2021 წლის 9 დეკემბერს გაიმართა შიდა სასკოლო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა: ვუნდერკინდები, მათემატიკოსები, ტვინიკოსები, უჩიჰა, კარგი მოწინააღმდეგეები, ვარსკვლავები. ასევე ოლიმპიადის ჟიურის წევრები იყვნენ მე-6 კლასები, ოლიმპიადა მიმდინარეობდა დაძაბულ ფონზე გუნდების უმრავლესობამ დააგროვა ერთნაირი ქულების რაოდენობა, რის გამოც დაინიშნა რამოდენიმე დამატებითი კითხვები საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა ვუნდერკინდებმა, მეორე ადგილისათვის ბრძოლაში დაწინაურდა გუნდი მათემატიკოსები, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჭკუის კოლოფები. ყველაზე საზრიანის ტიტული კი მოიპოვა გუნდ მათემატიკოსების კაპიტანმა ლიზი შარაშენიძემ. შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება ოლიმპიადა და ჟიურის წევრები და ასევე წამყვანიც იქნებიან მე-6 კლასის მოსწავლეები.
Комментариев нет:
Отправить комментарий