среда, 29 марта 2023 г.

სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა

 წელსაც ტრადიციულად  ჩატარდა მოსწავლეთა შიდა სასკოლო მე-8კონფერენციარომელშიც მონაწილეობა მიიღეს 7-11 კლასის მოსწავლეებმა.მასწავლებელთა დიდი შრომით და თანადგომით , მოსწავლეები წარსდგნენ აუდიტორიის და კომპეტენტური ჟიურის წინაშე და წარადგინეს თემები წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით. მათემატიკის კათედრამ წარადგინა მე-7 კლასი მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მათემატიკის მშიშვნელობაზე სკოლის აუდიტორიის წინაშე  



пятница, 17 марта 2023 г.

სტემ ფესტივალი 2023

 ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლა  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში დღეს ატარებს  სასკოლო ფესტივალს „STEAM-2023”, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელობო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. . ზუსტ მეცნიერებათა კათედრის წევრებმა წარმოადგინეს ბავშვების ნამუშევრები






вторник, 28 февраля 2023 г.

ინტელექტუალური თამაში "მოაზროვნე" ფინალი

 2023 წლის 28 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლემ გიორგი აბჟანდაძემ, 6გ კლასის მოსწავლემ ლუკა გრძელიძემ და 11 კლასის მოსწავლემ სოსო ხუჯაძემ ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში "მოაზროვნე" სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 11 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი. ამ თამაშში  დასმული იყო რა? სად? როდის?-ის მეორე ლიგის კითხვები. დაძაბულ ბრძოლაში სამწუხაროდ დამარცხდა 6-5 და ბუ გადაეცა კითხვების შემდგენს გიორგი აბჟანდაძეს ხოლო ზამთრის სეზონის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი თამარ სანიკიანი




пятница, 3 февраля 2023 г.

მათემატიკური ოლიმპიადა

 2023 წლის 2 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლეებმა ანა გიორგობიანმა, გვანცა ყიფშიძე, მარიამ ჭელიშვილი, ლიკა საპანაძე და 10 კლასის მოსწავლემ  ჩაატარეს მათემატიკური ოლიმპიადა რომელიც შედგებოდა 5ა,5ბ,5გ კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5 კაციანი გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები




четверг, 2 февраля 2023 г.

ლოგიკური თამაში მიყევი ლოგიკას

 2023 წლის 2 თებერვალს 7ა კლასის მოსწავლეებმა ანა გიორგობიანმა, გვანცა ყიფშიძე, მარიამ ჭელიშვილი, ლიკა საპანაძე და 6გ კლასის მოსწავლემ მარიამ ჭრელაშვილმა  ჩაატარეს ლოგიკური თამაში სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 6ა,6ბ,6გ კლასის მოსწავლეებისაგან 5 კაციანი გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები



суббота, 24 декабря 2022 г.

მაინკრაფტის battle build ზამთრის სეზონის ფინალი

 24 დეკემბერს, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა Minecraft Build Battle ჩემპიონატი. მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა სკოლებმა:

ქ.ქუთაისის №15 საჯარო სკოლა,
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა,
ქ.ქუთაისის №33 საჯარო სკოლა,
ქ.ქუთაისის№31 საჯარო სკოლა,ქ
.ქუთაისის№37 საჯარო სკოლა.

პირველი ადგილი დაიკავა- №37 საჯარო სკოლამ
მეორე ადგილი დაიკავა- №33 საჯარო სკოლამ
მესამე ადგილი დაიკავა-ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლამ.


вторник, 11 октября 2022 г.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

  2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა ილია უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი სადაც კლუბმა წარადგინა კლუბის ფარგლებში შექმნილი ავტომატური მორწყვის სისტემა.